"ეს არის უკანონო დოკუმენტი", _ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2'-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა.
_ ჩვენ დღეს მორიგი აბსურდი მოვისმინეთ ე.წ. დროებითი მართველებისგან. მაინტერესებს როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები საჯარო განხილვის თემა. მე ვადასტურებ, რომ ორი დღის წინ შევხვდი დავით დვალს. მე მას გავაცანი ჩემი პოზიცია და ავუხსენი, რომ ეს არის ხელისუფლების დავა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და თავად იარაღია ხელისუფლების ხელში.
ჩვენ ვერ შევჯერდით პოზიციებზე. მან შემომთავაზა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და მე თანხმობა არ მიმიცია. ასევე მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრი ის დოკუმენტი, რომელიც მე კომპანიის ხელმძღვანელობის ვალდებულებას მაკისრებს და რომელზეც ჩემი ხელმოწერა არ არის. ეს არის კანონდარღვევა და მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, _ განაცხადა უდუმაშვილმა.