ინდონეზიაში ციხეს ააშენებენ, რომელსაც ნიანგები დაიცავენ. აღნიშნულ ინფორმაციას DAILY MAIL ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტომ მიიღო.
როგორც ისინი აცხადებენ, ნიანგების გამოყენება ციხის დასაცავად უკეთესია, რადგან ადამიანებისგან განსხვავებით მათ ვერ მოისყიდიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში რომელსაც ნიანგები დაიცავენ მხოლოდ ნარკოტიკებით მოვაჭრეებს დააპატიმრებენ.
როგორც ცნობილია, ინდონეზიაში უმძიმესი ანტინარკოტიკული კანონები მოქმედებს, რამაც აპრილში საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, როდესაც შვიდი უცხო ქვეყნის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს.
ამ დროისთვის, ციხის აშენების გეგმა საწყის ეტაპზეა, ხოლო ადგილმდებარეობა და პოტენციური გახსნის თარიღი უცნობია.