დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სოფელ წყალწმინდაში საავტომობილო ხიდი სოფლის მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.
ეს ის ხიდია, რომლის შეკეთებას წყალწმინდელები დიდი ხანია ითხოვენ და რომლის შესახებაც ჩვენს ყოველკვიერულ გადაცემაში "არჩევანი მე" ბევრჯერ იყო საუბარი.
ახალი ხიდი სოფელ წყალწმინდის შიდა სასოფლო გზაზე გაკეთდა, რომლის სიგრძე 27 მეტრია. პროექტის ღირებულება 444 000 ლარს შეადგენს.
"სოფელ წყალწმინდაში ახალი ხიდის მშენებლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ხიდთან მისასვლელი გზაც გაკეთდება. მაქსიმალურად ვეცდებით ადგილობრივ მოსახლეობას მოვუგვაროთ ის ძირითადი პრობლემები, რაც მათ დღეს აწუხებთ" _ აღნიშნა გია სალუქვაძემ.