მოსკოვში, ფრუნზეს სანაპიროზე არსებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნაციონალური ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი შენობის სარდაფში გაჩნდა და დაახლოებით ათ კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. „lifenews“-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლი სარდაფში არსებულ მაკულატურას გაუჩნდა და ორი სართული კვამლით დაიფარა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი ლიკვიდირებულია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved