13 ნოემბერს, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, კენტერბერის არქიეპისკოპოსი აცხადებს, რომ მას უფლის სასუფეველში ეჭვი ეპარება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსი მეუღლესთან ერთად პარიზში 5 წელი ცხოვრობდა.
"შაბათს დილით ქუჩაში ფეხით დავდიოდი, ვლოცულობდი და ვამბობდი: ღმერთო, რატომ არის ეს ასე? სად ხარ ამ ყველაფრის დროს? დიახ, მე ეჭვი მეპარება,"_ განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
როგორც მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, სადაც კი უცხოვრია, მათ შორის პარიზი ერთ-ერთი ბედნიერი ადგილი იყო.
"პარიზი იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადგილი სადაც ვცხოვრობდით და როდესაც ასეთ ადგილას იტანჯებიან საწყენია," _ ამბობს ის.
როგორც ცნობილია, 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთმა "ისლამურ სახელმწიფოზე" ავიაიერიში მიიტანა. მთავარეპისკოპოსი აღნიშნულ ფაქტსაც გამოეხმაურა.
"ორი უსამართლობა სამართლიანობას ვერ შექმნის. არასწორი იქნება თუ ჩვენ შემთხვევით,იმ ადამიანებს დავხოცავთ ვინც უდანაშაულოა. ასე რომ მთავრობებმა სამართლიანობის აღსადგენად ყველა საშუალება უნდა გამონახონ,"_განაცხადა მან.
მეუფე უელბიმ ასევე განაცხადა,რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს რწმენა დამახინჯებული აქვთ, ფიქრობენ რა, რომ თავიანთი ქმედებებით ღმერთს ადიდებენ.
"ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ასპექტია ჩვენს დღევანდელ მსოფლიოში,"_განაცხადა მან.
































































