რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, სამშობიაროს ყოფილი შენობის ეზოსთან.
wolksvagen-ის მარკის ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და თანმხლებმა ქალბატონმა.
ორივე მათგანი კლინიკა მამქოლშია მოთავსებული. ექიმების თქმით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.