გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.
გემის კაპიტანს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელმაც 4 125 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევმა დაკისრებული ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა სრულად დაფარა.