დღეს, დილით, "გაზპრომმა" უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.
"დღეს, დილით, უკრაინამ აითვისა ბუნებრივი აირის ის მარაგი, რომლის ღირებულებაც გადახდილი ჰქონდა. ახალი გადმორიცხვა არ მომხდარა და "ნეფტოგაზ უკრიანისგან" გაზის მიწოდების ახალი შეკვეთა არ მოგვიღია. აქედან გამომდინარე, ახალი შეკვეთის მიღებამდე, უკრაინას გაზის მოწოდება შევუწყვიტეთ," _ განაცხადა "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა.
მილერმა დასძინა, რომ უკრაინის მხრიდან რუსული გაზის შესყიდვაზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს.
რამდენიმე დღით ადრე, "ნეფტოგაზ უკრაინის" ხელმძღვანელმა ანდრეი კობელევმა განაცხადა, რომ უკრაინა, რუსული გაზის ყიდვის გარეშეც შეძლებს ქვეყნის დაკმაყოფილებას ბუნებრივი აირით.