ტერორისტული ორგანიზაცია “ISIS”-ის წარმომადგენლებმა ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელეს. ინგლისურ-ენოვან ვიდეო მიმართვაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნეს, რომელთა დასჯასაც ისინი აპირებენ. ტერორისტების სიაში 60 ქვეყანა შევიდა, მათი უმრავლესობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს წარმოადგენენ. ტერორისტების სამიზნეეებს შორის ჩვენი მეზობელი რუსეთი და რაც საკვირველია – უკრაინაც მოხვდნენ. რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, საქართველო ტერორისტებმა მტრის სიაში არ შეიყვანეს და მიმართვაშიც არ მოუხსენიებიათ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved