https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

7 მოსამართლის დაწინაურებისას კანონი არ დაგვირღვევია – იუსტიციის უმაღლესი საბჭო

17:11; 26.11.2015
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ 16 ნოემბერს საბჭოს მიერ 7 მოსამართლის დაწინაურებისას საბჭოს კანონი არ დაურღვევია.

"გურია ნიუსი" საბჭოს წევრების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს ზოგიერთი განმარტება საზოგადოებისათვის იმ მოვლენების გამო, რაც უკავშირდება  ამა წლის 16 ნოემბერს საბჭოს მიერ 7 მოსამართლის დაწინაურებას და მის უარყოფითად შეფასებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ.

საბჭო მიესალმება ყოველგვარ კრიტიკას, გამოთქმულს საბჭოს ცალკეული გადაწყვეტილებებისა თუ მისი მთელი საქმიანობის მიმართ, რადგან მიაჩნია, რომ ის მიზნები, რასაც საბჭოს საქმიანობა ემსახურება, მთელი საზოგადოების საზრუნავია იმავდროულად. ამის მიუხედავად, საბჭო იტოვებს უფლებას, პასუხი გასცეს უსაფუძვლო კრიტიკას და, როგორც მართლმსაჯულების პროცესის შეუფერხებლად განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, იმოქმედოს ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს შესაბამის გარემოებებში, ცხადია, მხოლოდდამხოლოდ კანონის საფუძველზე და მართლმსაჯულების უმთავრესი ინტერესების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა

7 მოსამართლის დაწინაურებით სააპელაციო სასამართლოში, საბჭოს კანონი არ დაურღვევია. იგი დაეყრდნო საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41- მუხლებს, რომელთა ძალითაც, დაშვებულია სულ მცირე 2 წლის სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოქმედი მოსამართლის (და ამ პირობიდან  დაწესებულია გამონაკლისიც, რომელიც საბჭოს არ გამოუყენებია) დანიშვნა კონკურსის გარეშე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

 ორგანული კანონით შესაბამისი პროცედურა დაწვრილებით გაწერილი არ არის, მაგრამ ეს ხარვეზი გამოასწორა საბჭომ, როდესაც თავისი ამა წლის 19 ოქტომბრის  გადაწყვეტილებით დაადგინა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, საკითხის განხილვის წესი, დაწინაურების კრიტერიუმები, პროცედურა, ვადები, იუსტიციის საბჭოს წევრთა  ვალდებულებები და სხვა,  და გამოიყენა კიდევაც იგი. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ბოლო 1 წლის განმავლობაში მათი საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მონაცემები( განხორციელებული  „ საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით), მოსამართლეებთან გასაუბრება (ღია და არა დახურულ სხდომაზე), ცალკეულ კანდიდატებზე მსჯელობა საბჭოს წევრებს შორის და ა. შ.

მართალია, დაწვრილებითი რეგულაციები შემუშავდა და გამოქვეყნდა დაწინაურების მსურველ მოსამართლეთა მხრიდან განაცხადების შეტანის შემდეგ (ეს მართლაც იყო პროცესის ნაკლოვანება), მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა საკუთრივ კანდიდატურების ჯეროვნად განხილვასა და სამართლიანი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. უფრო მეტიც, რეგულაციების შემუშავებისას, საბჭომ მიმართა არასამთავრობო სექტორსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საბჭოსათვის მიეწოდებინათ თავიანთი კონკრეტული მოსაზრებები დაწინაურების კრიტერიუმებისა თუ პროცედურის საკითხებზე, თუმცა არავის მხრიდან რაიმე მოსაზრება თუ საქმიანი წინადადება წარმოდგენილი არ ყოფილა.

ამასთან, გვსურს იმაზე ხაზგასმაც, რომ მითითება „კონკურსის გარეშე“ მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე, პირობითია და საქმის ნამდვილ არსს არ შეესაბამება. „კონკურსი“  საერთო სასამართლოების შესახებ კანონის გაგებით, გულისხმობს პროცედურას, რომელიც მიზნად ისახავს ვინმეს მოსამართლედ დანიშვნას ახალი ვადით და მისი სამუდამო გამწესების დიდი პერსპექტივით, მაშინ როდესაც,„კონკურსის გარეშე“ დანიშვნა გულისხმობს მოქმედი მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნას დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ კანონი უშვებს მოქმედი მოსამართლის სხვა, მათ შორის ზემდგომ სასამართლოში „კონკურსის გარეშე“ დანიშვნას, იუსტიციის საბჭოს მიერ შემუშავებული შესაბამისი რეგულაციები, ფაქტობრივად, სწორედ დასაწინაურებელი მოსამართლეების კონკურსის გზით შერჩევას გულისხმობს. და ეს ასეც მოხდა პრაქტიკაში, რამდენადაც ყველა მსურველს გააჩნდა შესაძლებლობა შეეტანა განაცხადი და მოეთხოვა მისი კანდიდატურის განხილვა. საბოლოოდ, საბჭომ 26 კანდიდატიდან შეფასების შედეგად შეარჩია 7 მათგანი. ეს პროცედურა, პრაქტიკულად, მცირედით თუ განსხვავდება „კონკურსის“ იმ ორდინარული პროცედურისაგან, რომელიც პირველად ანდა ახალი ვადით მოსამართლედ გამწესების დროს გამოიყენება.

მთლიანობაში, დაწინაურების გზით მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (28 სექტემბერი)  საბოლოო კენჭისყრამდე (16 ნოემბერი) განხორციელებულ პროცედურებს დასჭირდა 50 დღე. ეს პერიოდი კი დაწინაურების მსურველ კანდიდატთა  შედარებით მცირე რაოდენობის (26) მხედველობაში მიღებით, ვერ ჩაითვლება არასაკმარისად, და მით უფრო, ისეთ ფორსირებულ პროცესად, რომელიც საბჭოს არ მისცემდა ინფორმირებული და საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საერთო მიზანშეწონილობა

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლების საფუძველზე მოსამართლეების ზედა ინსტანციებში გადაყვანაზე საერთოდ უარის თქმა, მიუღებელია. ეს მოქმედ მოსამართლეთა დაწინაურების უფლების გაუქმების ტოლფასი და კარიერის იმ პრინციპის საწინააღმდეგო იქნებოდა, რაც მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. როგორც დაწინაურების ლეგიტიმური მოტივაციის ხელშეწყობის, ისე სამოსამართლო რესურსის ეფექტიანი გამოყენების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეობის გამოცდილების მქონე პირები ინიშნებოდნენ და რომ მიუღებელი იქნებოდა, მოსამართლეებიდაგვეყენებინა არჩევანის წინაშე – დაწინაურების სურვილის შემთხვევაში, ან დალოდებოდნენ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვას და შემდეგ ეცადათ ბედი, ანდა თავად ეთქვათ უარი უფლებამოსილების გარანტირებულ ვადაზე და დაექვემდებარებინათ თავი სამწლიანი საგამოცდო ვადისათვის, ისიც, მხოლოდ კონკურსში წარმატების შემთხვევაში. უფრო მეტიც, საბჭოს მიაჩნია, რომ მომწიფდა დრო, შეიცვალოს მიდგომები, და უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგას მოსამართლეთა კარიერის პრინციპის განვითარებისათვის. ამ თემაზე ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება დისკუსიის გახსნა და ყოველგვარი პრო- და კონტრა – არგუმენტების მოსმენა ყველას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

პრაქტიკული საჭიროება

საბჭოს მიერ ჩატარებულმა ბოლო კონკურსებმა აჩვენა, რომ საბჭოს ძალიან გაუჭირდა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა იმ კონტიგენტიდან, რომელიც კონკურსებში მონაწილეობდა და რომლის ძირითადი შემადგენლობა, კონკურსიდან კონკურსამდე, იგივე რჩებოდა. ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 3 კანდიდატი დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში. ერთი მხრივ, ამ ფაქტორმა,  მეორე მხრივ კი იმ გარემოებამ, რომ ერთბაშად სააპელაციო სასამართლოს 10მოსამართლეს დაუმთავრდა უფლებამოსილება, რამაცგაზარდა ვაკანტური ადგილების რაოდენობა, და,მასთან ერთად, დარჩენილი მოსამართლეების სამუშაო ტვირთი, იუსტიციის საბჭოსუბიძგა, გადაუდებელი აუცილებლობიდან და მოსამართლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, განეხორციელებინა სააპელაციო სასამართლოებში მოქმედ მოსამართლეთა დანიშვნა- დაწინაურება.მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ საბჭომ გადაწყვიტა,17 ვაკანტური ადგილიდან სააპელაციო სასამართლოებში  ( საერთო სასამართლოების სისტემაში სულ 68ვაკანტური ადგილიდან) მხოლოდ 7 ადგილი გამოეყენებინა მოქმედი მოსამართლეების დასაწინაურებლად. ამგვარად, ხსენებული კანონის 37-ე და 41- მუხლების გამოყენება არ მომხდარა ექსცესიურად და ორდინარულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა საზიანოდ თუ მათი უფლებების დარღვევით.თუ საბჭოს წევრები მოქმედებდნენ რაიმე სხვა ინტერესებით, გარდა მართლმსაჯულების ინტერესისა, მათ არაფერი აბრკოლებდათ, რომ იგივე პირები ორდინარული კონკურსის მეშვეობით გაემწესებინათ იმავე ადგილებზე,  რათა თავიდან აეცილებინათ გარკვეული ეჭვების წარმოშობა და უკეთ „შეენიღბათ“ თავიანთი „არალეგიტიმური მოტივაცია“.

რაც შეეხება სხვა ეჭვებსა და სამდურავს:

კოალიციის საყვედური, რომ საბჭომ კენჭისყრის პროცედურა არ გადადო სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებული მასალის განხილვამდე, რელევანტური არ არის. აღნიშნული მასალა საბჭოში შემოვიდა კენჭისყრის დრემდე ორი დრით ადრე, და საბჭოს ზოგიერთი წევრისათვის მის შესახებ ცნობილი გახდა ან კენჭისყრის წინა დღეს ან სწორედ კენჭისყრის დღეს. ასეთ ვითარებაში, გონივრული არ იქნებოდა, საბჭოს შეეწყვიტა კანონის საფუძველზე განხორციელებული დაუკვე დასასრულს მიახლოებული პროცედურა და გაურკვეველი ვადით დალოდებოდა მასალაში მითითებული ინფორმაციისდისციპლინური სამართალწარმოების ფორმატში გამოკვლევასა და მის შედეგებს. დისციპლინური დარღვევის ფაქტების სათანადოდ პროცედურის გზით დადგენამდე, საბჭოს არ ჰქონდა უფლება, ესა თუ ის ნეგატიური ინფორმაცია მოსამართლის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა იმ პრეზუმფციებიდან გამომდინარე, რაც დემოკრატიულ სისტემებში არსებობს მოსამართლის კეთილსინდისიერებისა თუ დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოდ.

ასევე უნიადაგოა და მხოლოდ სპეკულაციებს ემყარება კოალიციის მოსაზრება საბჭოს წევრებს შორის „უკანონო გარიგებების“ შესახებ, რაც თითქოსდა იმით მტკიცდება, რომ 7-მა კანდიდატმა 11 ხმიდან მიიღო 10 ხმა. ცხადია, თითოეული კანდიდატი, მათი ღირსება-ნაკლოვანებები იყო საბჭოს წევრთა განხილვის, მსჯელობისა და საბოლოო შეთანხმების საგანი. საბჭოსათვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა შეფასდეს  გარკვეულ კანდიდატებზე კონსენსუსის მიღწევა უარყოფითად და რატომ იქნებოდა შეუთანხმებლობა უფრო დადებითი მოვლენა როგორც საბჭოს ქმედითობის, ისე მართლმსაჯულების ინტერესების თვალსაზრისით“, – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარა ამისა, საბჭო არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსამართლეთა დაწინაურების, ისევე როგორც სხვა სფეროებში, ჯერ კიდევ დიდი სივრცეა შემდგომი გაუმჯობესებისათვის, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ ჭრილში.  უფრო მეტიც, საბჭოს დაგეგმილი აქვს და უკვე დაიწყო კიდევაც ახლებური მიდგომების შემუშავება. კერძოდ, დაგეგმილი აქვს, მოსამართლეთა მუდმივი პროფესიული შეფასების სისტემის შექმნა და ჩამოყალიბება, რომლის ნაწილიც გახდება მოსამართლეთა დაწინაურების კონცეფცია.

დაბოლოს, საბჭო მოუწოდებს კოალიციას, საბჭოს საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მონიტორინგი არ გადაზარდოს სპეკულაციებზე დამყარებულ კრიტიკაში, და ნებსით თუ უნებლიედ ხელი არ შეუწყოს საბჭოს თუ ცალკეულ მოსამართლეთა დისკრედიტაციას. ველით, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას დაუთმობს არა მარტო საბჭოს საქმიანობის კრიტიკას, არამედ იმ მძიმე საზოგადოებრივ წნეხის უარყოფით შეფასებასაც, ბოლო დროს რომ ხორციელდება კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ დაასეთ დიდ ზიანს რომ აყენებს სასამართლოს ჯერ კიდევ მყიფე დამოუკიდებლობას. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23 სექტემბერი, 2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23 სექტემბერი, 2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22 სექტემბერი, 2026

რას სთავაზობს სახელმწიფო ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს

ბათუმი-სტამბულის ავიარეისის მგზავრები ისლამური ხალიფატის მებრძოლის სტატუსით დააკავეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო