"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის თბილისის ორგანიზაციამ აქცია "რიმყოფინე 1 ლარი და 18 თეთრი" გამართეს. ახალგაზრდებმა აქცია თბილისის საკრებულოსთან გამართა.
აქციის მონაწილეებს საკრებულოსთან მიტანილი ჰქონდათ ერთჯერად თეფშებზე დაწყობილი 1 ლარი და 18 თეთრი ღირებულების საკვები პროდუქტი – ერთი ნაჭერი პური, ერთი ნაჭერი ძეხვი და ერთი ცალი ორცხობილა.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის წევრები აცხადებენ, ისინი ამ აქციით ეხმაურებიან საკრებულოს წევრის რიმა ბერაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგანაც მასში აუცილებელი კალორიულობა შედის და დაცულია.