ლიონელ მესი – 5 მილიონი დოლარი
ცნობილია, რომ მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელს, არგენტინელ ლიონელ მესის, არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, ამიტომ, მისი სახლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი. მესის სახლში სპა-სალონი, მინი-კინოთეატრი და დახურული მინი-სტადიონიც კი არის.
ფრენკ ლამპარდი – 7 მილიონი დოლარი
ფრენკ ლამპარდის საცხოვრებელი სახლის ფართობი 1 800 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ორსართულიანი სახლში 9 საძინებელი, 12 საპირფარეშო-აბაზანა, დახურული აუზი და ნავის სადგომია. სახლს ეკუთვნის 3 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც განთავსებულია სახლი სტუმრებისთვის, დიდი აუზი, ჩოგბურთის კორტი და გოლფის სათამაშო მოედანი.
უეინ რუნი – 17,8 მილიონი დოლარი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის, უეინ რუნის სახლი ორ ნაწილად იყოფა: "მამაკაცებისთვის"და "ქალებისთვის". დიზაინი მთლიანად უეინსა და მის მეუღლეს, კოლინს ეკუთვნით. ქალებისთვის განკუთვნილი ნაწილი მთლიანად ვარდისფერშია გადაწყვეტილი. ერთ-ერთ ოთახს ამშვენებს ტყავის დივანი, რომელიც სვაროვსკის თვლებით არის მორთული, თითო თვალის ფასი კი 10 ათასი გირვანქაა. სახლის სტუმრების თქმით, მთლიანი სანტექნიკა, მათ შორის, უნიტაზებიც კი, ოქროთია მოპირკეთებული. სახლს ამშვენებს ქანდაკებებიანი ბაღი, მცირე ზომის სტადიონი და უზარმაზარი ავტოფარეხი. რუნის სახლი ჩეშირის საგრაფოში მდებარეობს.
დევიდ ბექჰემი – 20 მილიონი დოლარი
ყველაზე ძვირად ღირებულ სასახლედ ფეხბურთელების საცხოვრებლებს შორის დასახელებულია "ბექჰინგემ პალასი" – დევიდ და ვიქტორიას სასახლე, რომელიც წყვილმა 1999 წელს, დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში შეიძინა. მაშინ სასახლის ყიდვა ცოლ-ქმარს 4 მილიონი დოლარი დაუჯდა, დღევანდელი მონაცემებით კი სახლის ფასი 20 მილიონ დოლარს შეადგენს. ბექჰემების სასახლე 1930-იან წლებში აშენდა გეორგიანული არქიტექტურით. ის 7 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და ჰარტფორდშირის საგრაფოში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ სასახლის დაცვას უზრუნველყოფენ დიდი ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების ჯარების ყოფილი სამხედროები.