ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში დაკავებული მირიან ბერიძის ბებია, ნებიე ბერიძე "გურია ნიუსთან" 29 ნოემბერის სპეცოპერაციის დეტალებს ყვება.
_ ყველა ერთ ოთახში შეგვყარეს. 60 კაცზე მეტი მაინც იქნებოდა ჩემს სახლთან. სამი თვის ბავშვი შეგვიშინეს. – ამბობს ნებიე ბერიძე.
ინფორმაციისთვის, 2015 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების საფუძველზე ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად 4 პირის საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს იარაღი ხელყუმბარები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ყუმბარები, ნოუთბუქები, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები , ისლამური სახელმწიფოს დროშები, სიმ ბარათები.