ერდოღანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთს ბოსფორის და დარდანელის სრუტეებს ჩაუკეტავს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ იმყოფება, აქედან გამომდინარე, ის იძულებულია ჩაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული ხომალდებისთვის.
ერდოღანის ეს გადაწყვეტილება ამერიკული ახალი ამბების სააგენტო FOX New-ის წამყვანმა შეპარდ სმიტმა გაახმოვანა.
როგორც ინტერნეტგამოცემა news.еizvestia.com იუწყება, სრუტეები ჩაიკეტება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ხომალდებისთვის, რომელთაც სამხედრო ტვირთები გადააქვთ.
"1936 წლის მონტრეს კონვენციაზე დაყრდნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ "ქვეყანა იმყოფება რუსული სამხედრო აგრესიის რეალური საფრთხის წინაშე და მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება შავ ზღვაში მყოფი რუსული ხომალდებისთვის, რომელთაც არა მხოლოდ სირიაში , არამედ სხვა ქვეყნებშიც გადააქვთ ტვირთები, ჩაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები.
ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შავი ზღვის აკვატორიაში აღმოჩნდა ჩაკეტილი. ამიერიდან საზღვაო გზით სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთს გაცილებით მეტი დრო და სახსრები დაჭირდება, თუ ის კვლავ გააგრძელებს ასადის რეჟიმის მხარდაჭერას.
აშკარაა, რომ თურქეთმა ჯერ ჩამოაგდო რუსეთის ბომბდამშენი, ახლა კი რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის გზით ცდილობს ჩაითრიოს ნატო საკუთარი და არა საერთოევროპული ინტერესების დაცვის საქმეში. არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ თურქეთი ძირითადი „ტრანზიტული ზონაა“ ახლო აღმოსავლეთელი და აფრიკელი მიგრანტებისთვის და ამით აშანტაჟებს ევროპას, თურქეთის მხარდამჭერი განცხადებები აკეთოს."- აცხადებს FOX News წამყვანი.