https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ მართავს მოსამართლეთა წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს

0:12; 3.12.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მოსამართლეთა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, რისი კანონიერი უფლებაც მას აქვს, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობოების მთავარი პრეტენზიის მიზეზი ის გარემოებაა, რომ მურუსიძე არჩევნების პროცესში ერთდროულად კანდიდატი და გადაწყვეტილების მიმღები პირი იქნება. მურუსიძის გადაწყვეტილებას დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ  ეს  „სამართლიანი სასამართლოს იდეას ასამარებს“ და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს აღნიშნული არ დაუშვას.

ლევან მურუსიძეს მოსამართლის ვადა აპრილში ეწურება. თუ მის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩააგდებს, მას თანამდებობის დატოვებაც მოუწევს. თუ მურუსიძეს მოსამართლის უფლებამოსილება გაუგრძელდება, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მის მიმართ გაჟღერებულ ლევან მურუსიძემ „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში უპასუხა და აღნიშნა, რომ  პროცესში არც ინტერესთა კონფლიქტია და არც უხერხულობას გრძნობს. 

_  ეს არის ხელოვნურად აგორებული თემა და ამის უკან გარკვეული ჯგუფები დგანან. ძალიან სამწუხაროა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ასეთ არაკომპეტენტურ, არასამართლიან, არასწორ პროცესში თავისი ინიციატივით ჩაერთო. ეს კარგად ჩანს იქიდანაც, რომ ბატონი ზაზა არის ადვოკატი და მან ძალიან კარგად იცის, რომ პრეზიდენტს არანაირი კანონიერი უფლება და თეორიული შანსიც არ აქვს, რომ საბჭოს საქმიანობაზე რაიმე გავლენა მოახდინოს. თანაც, არა მგონია, პრეზიდენტს ამის სურვილი ჰქონდეს. ეს გადაწყვეტილება მისაღებია მხოლოდ სასამართლო სისტემის და უმაღლესი საბჭოს მიერ. ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ზაზამაც. თუმცა მას სურდა, რომ ეს თემა აეწია, ყოფილიყო აჟიოტაჟი და ამიტომ მიმართა პრეზიდენტს. ვფიქრობ, გარკვეულ პირებს აქვთ ცუდი ზრახვები, რომ სასამართლო იყოს ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ, რაშიც ის ხელს უშლის.  მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია – 221 ხმიდან 204 ხმა ავიღე ფარული კენჭისყრით.

_ამბობთ რომ პროცესი ხელოვნურად არის აგორებული და ამას გარკვეული ჯგუფები მართავენ… ვისზე გაქვთ ეჭვი?

_ მჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ პროცესს დავაკვირდე. ძალიან მაინტერესებს, კიდევ ვინ გამოეხმაურება ამ განცხადებებს, ვინ წამოწევს თავს და ამის შემდეგ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რა როგორ არის. სასამართლოში არსებობს გაცილებით დიდი პრობლემები, ვიდრე ლევან მურუსიძის საკითხი და იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემებზე ვისაუბროთ, ისინი ფიქრობენ თავიანთ ცუდ ზრახვებზე, რომ სასამართლო იყოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული, იყოს კორუფცია და ეტყობა, ამაში ხელს ვუშლი. სამწუხაროდ, ზაზა ხატიაშვილი შეუერთდა ამ სიტუაციას და მე ველოდები, რომ სხვადასხვა პირებიც შეუერთდებიან მას. ესენი არიან ის პირები, ვინც არ არიან რეალურად დაინტერესებული, რომ სასამართლო სისტემა განვითარდეს. მე არასდროს მითქვამს ბატონ ზაზაზე, რაიმე გადაკვრითი სიტყვა. არ ვკადრებ ჩემს თავს, რომ გადაკვრით ვისაუბრო მასზე და ან საადვოკატო სისტემაზე, თუმცა, შეიძლება ჩემი პირადი მოსაზრებები მქონდეს მის მიმართ ან სხვადასხვა ადვოკატების მიმართ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს  და როგორც ჩანს, ნიადაგს ამზადებს პოლიტიკაში გადასვლისთვის.  ამიტომ მოვითხოვ, რომ სასამართლო სისტემაში ხელის ფათურს თავი გაანებონ.

_სასამართლოს გარედან მართული პროცესია თუ შიგნიდან, ეს მაინც შეგიძლიათ გვითხრათ?

_ პასუხს გაცემისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

_ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ თქვენ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნაზე განაცხადი გაქვთ შეტანილი….

_ ეს დასამალი არ არის. შეტანილი მაქვს განცხადება, რომლის თანახმადაც, მე მონაწილეობას ვღებულობ სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლედ გამწესების კენჭისყრაში. ეს არის აბსოლუტურად კანონიერი მოქმედება. როგორც მოსამართლეს სრულიად კანონიერი უფლება მაქვს მონაწილეობა მივიღო კენჭისყრაში. დანარჩენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია. არანაირი ინტერესთა კონფლიქტი იმაში, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანი იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, არ არის. ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოში 61 ვაკანტური ადგილია. კენჭისყრა დაახლოებით ერთი თვის ვადაში გაიმართება. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს წევრთა რაოდენობის მინიმუმ ორი მესამედი ხმით. გარდა ამისა, ეს არის კანონით განსაზღვრული, საუბარია არა უვადოს დანიშვნაზე, არამედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნაზე.
ამაში ვერ ჩაერევა ვერც პრეზიდენტი და ვერც რომელიმე თანამდებობის პირი. ამიტომ სასამართლო სისტემის გადასაწყვეტია ვინ იქნება ამ სისტემაში მოსამართლე და ვინ არა. ყველას მოვუწოდებ, რომ სასამართლო სისტემაში ჩარევისგან თავი შეიკავოს.

_ბატონო ლევან, არაერთხელ მოგვისმენია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა. საკმაოდ ბევრ უარყოფით არგუმენტს ასახელებენ რა შეიძლება ამას მოჰყვეს. რას ფიქრობთ, უნდა დაინიშნოს თუ არა ყველა მოსამართლე უვადოდ?

_ ამ საკითხს ორ ნაწილად გავყოფ. დღეს გვაქვს კანონი, რომლითაც ნებისმიერი მოსამართლე, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს, გამოსაცდელი ვადა აქვთ. გვქონდა ერთი თვის წინ შეკრება იუსტიციის სამინისტროში და გაჟღერდა პოზიცია, რომ მოსამართლეებს, ვისაც მინიმუმ 10-წლიანი პოზიცია აქვთ, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არ არის მართებული, რომ მათზე გამოსაცდელი ვადა გამოვიყენოთ. ის მოსამართლეები კი, რომლებიც პირველად ინიშნებიან, გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. თუმცა, ჩემი პოზიცია იყო, რომ ზოგადად გამოსაცდელი ვადა არ შეიძლება მოსამართლეს დაუწესდეს. აბსურდულად მიმაჩნია, რომ მოსამართლეს, რომელსაც აქვს 10, 20, 30-წლიანი გამოცდილება, გამოსაცდელი ვადით დაინიშნოს. გვყავს მოსამართლე, რომელსაც აქვს 30-წლიანი გამოცდილება და ისიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მოექცა. თუმცა, ეს საბოლოოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია.

_რაც შეეხება კონკურსის გარეშე მოსამართლეების დანიშვნას, რომლის სტატისტიკაც ცოტა ხნის წინ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ წარმოადგინა. მიგაჩნიათ თუ არა ეს პროცესი სამართლიანად?

_ ძალიან მარტივად შემიძლია გიპასუხოთ. ახლა ჩვენ ვატარებთ კონკურსს მოსამართლეების დანიშვნაზე პირველ ინსტანციაში და სააპელაციო სასამართლოში. ვიღებთ მათ განაცხადებს, ვინც არის თანახმა მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში (ამის უფლება პირველი ინსტანციის მოსამართლეებს აქვთ), ამი შემდეგ ვიწყებთ გასაუბრებას და გადაწყვეტილებას 10 ხმით ვიღებთ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში კონკურსგარეშე გადასულ მოსამართლეებს, სასამართლო სისტემას მივეცით ერთკვირიანი ვადა, რომ მოსამართლეებს წარმოედგინათ განცხადებები, ვისაც დაწინაურება სურდა. მოგროვდა დაახლოებით 30-მდე განცხადება. სათითაოდ ყველას გავესაუბრეთ და გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მივიღეთ, ნაწილი დავაწინაურეთ ზემდგომ ინსტანციაში. განსხვავება კონკურს გარეშე და კონკურსით მოსამართლეების დაწინაურებაში ერთადერთია. მოსამართლეს როდესაც კონკურსისგარეშე ვაწინაურებთ მათი უფლებამოსილების ვადით, თუ აქვს 4 წელი დარჩენილი, ამ ვადით დაწინაურდება, არ დაინიშნება ხელახლა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, ამის შემდეგ კი, წავა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოდან.  თუ კონკურსით ვნიშნავთ მოსამართლეს, მათ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ენიშნებათ. თუმცა პროცედურები კონკურსგარეშე და კონკურსით მოსამართლის დასაწინაურებლად ერთიდაიგივე იყო ფაქტიურად. მოსამართლეებს ვისაც 5-6 წელი აქვს სამოსამართლო ვადა დარცენილი და დაწინაურება სურს, არ უნდათ ეს ვადა შეიკვეცონ და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. კონკურსით მოსამართლეების მიღება გვისპობდა შესაძლებლობას, რომ გამოცდილი კადრები წამოგვეყვანა პირველი ინსტანციის სასამართლოებიდან. ვინაიდან, პირდაპირ სააპელაციო ინსტანციაში დანიშვნა ძალიან რთულია.

_დაწინაურებულ 7 მოსამართლეს მათ მიერ განხილული საქმეებიდან გამომდინარე ხომ არ ექმენებოდათ პრობლემა?

_ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იძახდა, რომ ამ მოსამართლეებმა განიხილეს ის საქმეები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში იყო. მაგალითად, 26 მაისის საქმე… ამავე დროს ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, რომ არ გადავიყვანოთ სააპელაციოში ის მოსამართლეები, რომლებმაც კონკრეტული მინისტრების საქმეები განიხილეს. რა უნდა ქნას საბჭომ ამ შემთხვევაში? საბოლოო ჯამში ამიტომ მოვაწყვეთ გასაუბრება კანდიდატებისთვის და საბჭო რომელ  კანდიდატზეც შეთანხმდა ის გადავიყვანეთ. დაახლოებით 30 განაცხადიდან, მხოლოდ 7 დაკმაყოფილდა. ამაში რაიმე აჟიოტაჟის ატეხვის საჭიროებას ვერ ვხედავ. გადაწყვეტილება ჩვენი შინაგანი რწმენით მივიღეთ. სხვა შემთხვევაშიც ისე მოვიქცევით როგორც მართლმსაჯულების სისტემას წაადგება. მადლობლები ვართ რომ რეკომენდაციებს გვაძლევენ, მაგრამ საბოლოო ჯამში იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ამ გადაწყვეტილებას.

  _ არასამთავრობოებისა და პარტიების განცხადება ზეწოლის მცდელობას შეიძლება ჩაითვალოს?

_რა თქმა უნდა, ეს ზეწოლის მცდელობაა. ამიტომ ვამბობ, რომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს. კონსულტაცია შეიძლება გავიაროთ ერთად, მაგრამ ბრძანება მიუღებელია. ეს სასამართლო ხელისუფლებას არ წაადგება. რჩევა-დარიგება და კრიტიკა ზეწოლად არ უნდა იქცეს.

_ანუ ფიქრობთ რომ მოსამართლის დასაწინაურებლად მხოლოდ გასაუბრება საკმარისია?

_ თუ ჩვენ კონკურსის პროცედურებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გვაქვს, მაშინ იგივე პროცედურებგავლილ კანდიდატთან რატომ ვქმნით პრობლემას? უკონკურსოდ როცა კანდიდატი ინიშნება, დაახლოებით, იგივე პროცედურებს გადის. განსხვავება კონკურსით და უკონკურსოდ დანიშვნას შორის ერთადერთია. კოკნურსგავლილი კანდიდატი ჯდება სამწლიან გამოსაცდელ ვადაში, უკონკურსოდ დანიშნული – არა.

_ ძალიან ბევრ მოსამართლესთან დაკავშირებით, მათ მიერ განხილული საქმეების გამო, არის კითხვის ნიშნები. საზოგადოების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ისინი უკონკურსოდ არ უნდა დაინიშნონ.  განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. რამდენად მყარია არგუმენტი, რომ მოსამართლეზე რომელზეც დისციპლინური დევნა მიმდინარეობდა, მოსამართლედ უვადოდ არ უნდა დაინიშნოს?

_ უვადოდ დანიშნულ მოსამართლესა შეიძლება შეეხოს დისციპლინური დევნა და ამის გამო შესაძლებელია უვადოდ დანიშნული მოსამართლეც მოიხსნას თანამდებობიდან. ეს არგუმენტი, რომ მოსამართლის მიერ განხილულ საქმეზე რადგან არსებობს კითხვის ნიშნები, შესაძლებელია გამოვიყენოთ, მაგრამ სანამ პროცედურა ბოლომდე არ არის გავლილი, შესაძლებელია გავითვალისწინოთ ეს ხმის მიცემის დროს შინაგანი რწმენის ფორმირებისთვის.  მაგრამ ვიღაცას რადგან არ მოსწონს მოსამართლის გადაწყვეტილება ამას საფუძვლად ვერ დავუდებთ დაწინაურება-არდაწინაურების საკითხს. მოსამართლეს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არა კონკრეტული პირი, ამიტომ ნებისმიერი კრიტიკა ჩემთვის მიუღებელია.

_ ცოტა ხნის წინ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ „სანდრო გირგვლიანის მოსამართლე ლევან მურუსიძე უვადოდ დანიშვნას არ იმსახურებს“. ის ამას სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ამბობს…

_ ამ საქმესთან დაკავშირებით არ მინდა ვისაუბრო, თუმცაღა მაქვს ჩემი პოზიცია და ეს კანონიერების კუთხით შემიძლია დავასაბუთო. მე არც მაქვს უფლება რომ ამ საქმეზე ანგარიში ჩაგაბაროთ. სტრასბურგის სასამართლოს რაც შეეხება იქ იხილავენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის საქმეებსაც და მათ გაცილებით უფრო ბევრი საქმე  აქვთ წაგებული, ვიდრე საქართველოს. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გერმანელი მოსამართლეები, ან რომელიმე ქვეყნის მოსამართლე, რომელთა საქმეებიც სტრასბურგში გასაჩივრდა და ქვეყანამ წააგო, უნდა მოიხსნან თანამდებობიდან?! გამოდის, რომ ჩვენზე მეტი საქმე აქვთ წააგებული განვითარებულ ქვეყნებს, მაგრამ მათი სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი ეჭვქვეშ არ დგება. გასაგებია, რომ სტრასბურგი არის ავტორიტეტი, მაგრამ რადგან მან გააუქმა გადაწყვეტილება, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ის მოსამართლე სამსახურიდან უნდა გავუშვათ. ეს არ წაადგება ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარებას. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სანომრე ნიშნები სპეციალურად მოსწავლეებისთვის

მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ჩემპიონატი დაიწყო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026
სამართალი

შსს: თბილისში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირია დაკავებული

10:26; 19.09.2026
საზოგადოება

ქობულეთში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

10:14; 19.09.2026
საზოგადოება

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

9:34; 19.09.2026
საზოგადოება

უფასოა თუ არა ბაღის ინტოქსიკაციით ჰოსპიტალიზებული ბავშვების მკურნალობა

9:28; 19.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18.09.2026
მსოფლიო

მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

21:10; 18.09.2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა

19:00; 18.09.2026
პოლიტიკა

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს

18:13; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო