ქალაქ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაეროს 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საჯარო დისკუსია გაიმართა ოჯახური ძალადობისა და მისი აღმოფხვრის გზების შესახებ.
შეხვედრების მსვლელობაში, ადგილობრივმა საჯარო მოხელეებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და საზოგადოებრივი აქტივისტებმა იმსჯელეს ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და მისი პრევენციის გზებზე. შეხვედრებს უძღვებოდა გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ეკატერინე სხილაძე.
შეხვედრების მონაწილეებმა ნახეს რეჟისორ ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი "ხმა ამოიღეთ"“, რომელიც შეიქმნა 2014 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და შეიცავს რეალურ ისტორიებს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთად შექმნეს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პოსტერები: შეღებე სამყარო ნარინჯისფრად.
ღონისძიება ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის გურიის რეგიონალური კომიტეტის უშუალო ჩართულობით შედგა.
საჯარო შეხვედრების ორგანიზატორები იყვნენ შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სახალხო დამცველთან და ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით.