ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის აღსაზრდელმა, 14 წლის ლილიანა ლომინეიშვილმა საერთაშორისო კონკურსზე "Riga Symphony 2015" პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსში 37 ქვეყნის წარმომადგენელი 450 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ლომინეიშვილმა კონკურსზე ორი სიმღერა შეასრულა _ „განთიადი“ და „მივალ გურიაში მარა“.
ლილიანას შესრულებით აღფრთოვანებულმა ჟიურის წევრებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ, ჩოხატაურელი მომღერალი სხვადასხვა კონკუსრებში მიიწვიეს.
_ რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის მოსაწვევი გადმომცეს _ მიწვევენ ესპანეთში, ფინეთში, ქემელში. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლილიანა ლომინეიშვილმა.
მისივე თქმით რიგაში გასამგზავრებლი თანხები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გაიღო.