რუსეთის სახელმწიფო დუმამ თურქეთის პარლამენტთან ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა – ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ლევიჩევმა გააკეთა. ამასთან მან აღნიშნა, რომ პარტიათაშორისო კონტაქტები მხარდაჭერილი იქნება.
ლევიჩევის განცხადების თანახმად თანამშრომლობა თურქეთის პარლამენტთან, როგორც ხელისუფლების ორგანოსთან გაწყვეტილია; „თუმცა თურქი პარლამენტარები – ეს ხალხის წარმომადგენლებია, ხოლო თურქი ხალხი ჩვენი მტრები არ არიან“ – დაამატა ლევიჩევმა და აღნიშნა, რომ ხალხსა და ოფიციალურ ანკარას შორის ტოლობის ნიშანის დასმას არავინ ახდენს.
„ერდოღანები მოდიან და მიდიან, რუსეთის და თურქეთის ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა კი სამუდამოდ უნდა შენარჩუნდეს“ – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved