ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის ინფორმაციით, 2016 წელს ქალაქ ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
"ამ ფესტივალის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით გავაკეთებთ პრესკონფერენციას. მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება." – გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.
მისივე თქმით, ფესტივალი სპექტაკლ "ბოშებით" გაიხსნება, რომლის რეჟისორი გიზო ჟორდანიაა. ხოლო დახურვის დღეს წარმოდგენილი იქნება წარმოდგენა "გამარჯობა ხალხო", რომელშიც ოზურგეთელ მსახიობებთან ერთად ლიტვიდან ჩამოსული მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას.