ქალაქ ოზურგეთში დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელი სახლიდან ორი ოცლიტრიანი ღვინო და ხუთი ტომარა თხილი წაიღეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქურდებმა არაყის წაღებაც სცადეს, მაგრამ ბოლომდე ეს ვერ მოახერხეს.
" არ ვიცი, რა მოხდა, რატომ ვერ მოახერხეს არაყის წაღება. ეტყობა ვიღაცამ ხელი შეუშალა, ვერაფერს ვერ გეტყვით. სახლთან ახლოს დაგვხდა ორი ოცლიტრიანი ცარიელი და არყის ბოთლი." _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრისას დაზარალებულმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინაროებს.