რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის საკრებულოს ფრქცია „ქართული ოცნების“ წევრი გადაწყვეტილების მიზეზებს არ ასახელებს.
შესაბამისად, უცნობია უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება იმ სკანდალს, რომელიც ბოლო ორი დღეა ქართულ რაგბშია.
რაგბის კავშირის სკანდალური განცხადების მიხედვით არ იყო გამორიცხული არჩევნებში მაღალი თანამდებობის გულშემატკივარი ჩარეულიყო. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუსერიძეს როგორც ე.წ სახელმწიფო კანდიდატს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ლობირებდა, თუმცა რაგბის კავშირის გამგეობი წევრებმა და ვიცე-პრემიერმაც ბრალდებები უარყვეს.
არჩევნები 20 დეკემბერს არის დანიშნული და მასში როგორც ჩანს მონაწილეობას მხოლოდ გია ნიჟარაძე მიიღებს.