ბათუმსა და გონიოში არასამთავრობო ორგანიზიები მოსახლეობასთან ერთად აქციებს გამართავენ.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "ქართული მისიის" გამგეობის წევრმა გიორგი ზარნაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ბათუმსა და გონიოში მოსახლეობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, რის გამოც, ისინი გამაფრთხილებელი აქციის გამართვას აპირებენ.
ზარნაძის ინფორმაციით, აქციას იპოთეკით დაზარალებულები, საკუთრების უფლების პრობლემის მქონე პირები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მართავს.
აქციის ორგანიზაციები არიან – "ქართული მისია", "ახალი რეალობისთვის", "ვეტერანების პარტია" და "დედაქალაქი თბილისის ყველა უბანში".
როგორც ზარნაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, მათი ძირითადი მოთხოვნა ამ ადამიანების დარღვეული უფლების აღდგენაა. ორგანიზაციები აპირებენ, ადგილობრივ ხელისუფლებას გაფრთხილება მისცენ და თუ პრობლემები არ მოგვარდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.
ზარნაძის ინფორმაციით, ბათუმში აქცია დღეს, 14:00 საათზე ერას მოედანზე გაიმართება. გონიოში კი, 15:00 საათზე.