ცნობილი ამერიკული ინტერნეტ-ჟურნალის "ასქმენის" მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიან ადამიანად, ცნობილი სატირიკოსი და ტელეწამყვანი – ჯონ სტიუარტი დასახელდა.
აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "სამარცხვინო" 21-ე ადგილი დაიკავა.
სტიუარტისა და ობამას გარდა, ამერიკის ყველაზე გავლენიანთა რიცხვში: ბილ გეითსი (მე-2 ადგილი), მარკ ცუკერბერგი (მე-3) და ლონდონის "ჩელსის" "ჯერჯერობით" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო (მე-9) მოხვდნენ.
რა აკავშირებს მაურინიოს აშშ–თან და რატომ უსწრებს იგი ობამას. ჟურნალის მკითხველისთვის, ასევე ჩვენთვის ეს ფაქტი ნამდვილად უცნობია.