ცოტა ხნის წინ ექსპერტებმა გამოთვალეს, თუ ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსი ევროპაში.
აღმოჩნდა, რომ რეიტინგს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ენდა კენი ლიდერობს – მისი წლიური ხელფასი 340 ათას დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი – 320 ათასი დოლარით, ხოლო მესამეზე – გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი – 300 ათასი დოლარით.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნი ლიდერობს, რომლის წლიური ანაზღაურება 2,8 მილიონი დოლარია.
მეორე ადგილზეა ჰონკონგის ადმინისტრაციის უფროსი, ლიან ჟენინი, 515 ათასი დოლარით, ხოლო მესამე პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, წელიწადში 400 ათასი დოლარი ანაზღაურების მფლობელ ბარაკ ობამას ეკუთვნის.