მინდა ჩემი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ქალაქ ოზურგეთის მერის, ბატონ ბეგი სიორიძის მიმართ და მას საჯაროდ გადავუხადო მადლობა იმ თანადგომისა და ყურადღებისათვის, რომელიც მან ჩემს მიმართ გამოიჩინა.
რომ არა მისი საოცარი გულისხმიერება, მე როგორც დიაბეტით დაავადებული, ვერ შევძლებდი ექიმთან მისვლას და მკურნალობის დაწყებას, მან ჩემი სოცოცხლე გადაარჩინა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს, ვიცე-მერს ალეკო ბურჭულაძეს, მერის მოადგილეს კობა დუნდუას და ქალაქის სოციალური სამსახურის უფროსს, თამარ დუმბაძეს.
მათი ძალისხმევის შედეგად დავსაქმდი და ეს ყურადღება დღემდე გრძელდება. ბატონო ბეგი, ჩემი ოჯახი იმ სამოც ოჯახთაგან ერთ-ერთია, რომელთაც თქვენ საახალწლოდ საკუთარი ბინით უზრუნველყოფთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმ მზრუნველობისათვის, რომელსაც თქვენ თითოეული ადამიანის მიმართ იჩენთ!
პატივისცემით, ნანა ჯუღელი
(R)































































