დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები პეკინში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ იუწყებიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები აცხადებენ, მათ მიიღეს გაფრთხილება შობის პერიოდში სანლიტანში მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.
როგორც ცნობილია, სანლიტანში სავაჭრო ცენტრის გარდა უამრავი რესტორანი და კაფე მდებარეობს, რის გამოც, ტურისტებისთვის პეკინში პოპულარული ადგილია.
მაუწყებლის ინფორმაციით, პეკინის პოლიცია შობის პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებული იქნება.
როგორც ცნობილია, ჩინეთის უსაფრთხოების სისტემა ოთხი დონისგან შედგება და პოლიციელები ყვითელ განგაშს, ანუ უსაფრთხოების სისტემის მეორე დონეს მიმართავენ. რაც ითვალისწინებს, მაღაზიებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მდგარი ნაგვის ბუნკერების 30 წუთში ერთხელ შემოწმებას.






































































