ყვარელის მუნიციპალიტეტის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხე უკვე დგას. ყვარელში ამბობენ, რომ მათ მუნიციპალიტეტში მსოფლიოში ყველაზე პატარა ნაძვის ხე დგას.
"გურია ნიუსი" ყვარელის გამგეობის პრესსამსახურის უფროსს ნინო ხუციშვილს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრის დროს ხუციშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა.
" ნაძვის ხე, რომელიც დგას ყვარელის ცენტრში, არის საჩუქარი, რომელიც კერძო პირმა მოიტანა და შემდეგ მოხდა საახალწლოდ შეფუთვა. მიზერული თანხა დაჯდა ნაძვის ხის მოწყობა."
პრესსამსახურის ინფორმაციით, ყვარელში 2016 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის და გარე განათებისთვის 13 000 ლარია გამოყოფილი.
სამდღიანი საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი და ამისთვის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილია 13 000 ლარი. – გვითხრა ნინო ხუციშვილმა.

































































