"გურია ნიუსის" ინფორმაციით ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა. როგორც გვითხრეს, ფინანსთა მინისტრმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაზუსტდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდებოდა.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში.
_ ჯერჯერობით არ ვფლობთ მსგავს ინფორმაციას და ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი ბუბუტეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ნოდარ ხადურის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილის და ნოდარ ხადურის ფოტო მინაწერით _ "თანამდებობები არის დროებითი. მარადიული არის უფალი და სამშობლო".
თუმცა, ფოტო და პოსტი გვერდიდან უკვე წაიშალა.

































































