საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება.
ამის შესახებ ვოლსკიმ მეორე არხზე, გადაცემა "არგუმენტების დროში" განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ხვალ თავად პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შესრულებელი წარადგენს.
"ოთხ კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი და ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთ კანდიდატზე. გიორგი კვირიკაშვილს ხვალ უმრავლესობაში მოიყვანს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. ხვალ, 10.00 საათზე, პარლამენტში, თბილისში", _ განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ ამის შესახებ უმრავლესობა შეთანხმებულია და განწყობა პოზიტიურია.
"გიორგი კვირიკაშვილი არის იმ პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არის და მემგონი იქნება აღიარებული ერთ-ერთი ლიდერი, როგორც ბიძინა ივანიშვილი", – განაცხადა ვოლსკიმ.
































































