ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოხვაურში გაჩენილმა ხანძარმა ნოდარ ამპლეევის ოთხსულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა. ხანძარი გამთენიისას გაჩნდა, რომლის შედეგად სახლი დაიწვა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რისგან გაჩნდა ცეცხლი.
ბავშვების გამოყვანის დროს ცოტათი დაშავდა ნოდარ ამპლეევი, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე უკვე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე.
ამ ეტაპზე ამპლეევიების ოჯახს საცხოვრებელ ფართს დაუქირავებს ადგილობრივი ხელისუფლება, რის შემდეგ მოხდება სამშენებლო მასალების გადაცემა მათვის. – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ბოხვაურში გოჩა ჭეფხოძემ.