თანაქალაქელთათვის საზეიმო განწყობის შესაქმნელად დღეს ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იზრუნეს, რომლებმაც ქუჩაში გამვლელებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების თანამშრომლებს ახალი წელი ორიგინალურად მიულოცეს და ფერადი ბუშტებითაც დაასაჩუქრეს.
მეორე სკოლის მოსწავლეებმა თოვლის ბაბუასთან ერთად ქალაქის ცენტრში მდგარ საახალწლო ნაძვის ხესთანაც მოაწყვეს ფლეშმობი.
"ეს იდეა ბავშვებს გაუჩნდათ და ჩვენც, მასწავლებლებმაც სოლიდარობა გამოვუცხადეთ და დავეხმარეთ განხორციელებაში. ბავშვები შეძლებისდაგვარად ცდილობენ კარგი წინა საახალწლო განწყობა შეუქმნან თანაქალაქელებს, დავდივართ ქუჩებში, არაერთი ორგანიზაცია შემოვიარეთ და საკმაოდ დადებითი ენერგია მივიღეთ სანაცვლოდ,"-გვითხრა მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა ირმა მენაღარიშვილმა.