ცნობილია ხდება, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს ქალაქ ოზურგეთში. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით 31 დეკემბერის საღამოს ჯგუფი "ფლეში" და მეგი გოგიტიძე ბენდთან ერთად იმღერებენ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის ხათუნა შარაშიძის ინფორმაციით, 30 დეკემბერს სოციალურად დაუცველი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, დედ-მამით ობოლი ბავშვებისა და ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისათვის საახალწლო კონცერტი გაიმართება; 1 – 7 იანვარს კი თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლი "საახალწლო ზღაპრის" პრემიერა შედგება, რომელიც პატარებისთვის უფასო იქნება.