პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობაზეც ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს.
"რაც შეეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, რომ რუსეთი პატივს უნდა სცემდეს საქართველოს სუვერენიტეტს, მის გადაწყვეტილებებს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს" – განაცხადა კვირიკაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved