პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის შეკითხვას, დატოვებს თუ არა თანამდებობაზე გურიის გუბერნატორს, რომელმაც ბავშვებისთვის მოაწყო წამების კადრების ჩვენება, პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხა:
_ არ ვიცნობ მე ამ პიროვნებას, მაგრამ არ შემიძლია, არ შევჩერდე გურიის გუბერნატორზე გია სალუქვაძეზე დასმულ შეკითხვაზე. მის მიმართ ითქვა, რომ მან წამების კადრების საჯარო ჩვენება მოაწყო.
მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და კიდევ მინდა გავიმეორო _ მართლა არ ვიცი, გულწრფელად გეუბნებით, მართლა არ ვიცი ეს პიროვნება იყო თუ არა ჩარეული ამ ჩვენებაში.
საშინელება იყო, რომ ვიღაცამ გააკეთა ორგანიზება და საჯარო თავშეყრის ადგილებზე მოეწყო წამების კადრების ჩვენება.
ეს იყო საშინელება თავისთავად, რომ ასეთი წამების კადრები არსებობს ბუნებაში და საშინებელაა, რომ ჩვენ ეს მემკვიდრეობა გაგვაჩნია.
მიუხედავად ამისა, დანაშაულია ღია სივრცეში ამის ჩვენება. თუ მე აღმოვაჩინე, რომ ასეთი ჩარევა არსბეობდა, დამერწმუნეთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებები იქნება შესაბამისი. ამას ამ ტრიბუნიდან გპირდებით, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.