წინასაახალწლოდ სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა დასასვენებელი სკვერი. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გაგებელ ზაზა ურუშაძესთან ერთად გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, თემურ ჩხაიძეც ესწრებოდნენ.
გამგებელმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და აღუთქვა, რომ 2016 წლიდან სოფლის ცენტრში სარიალიბიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყება. მოკლედ, ზაზა ურუშაძის განცხადებით, მომავალ საკურორტო სეზონს სუფსა განახლებული სახით შეხვდება.
გარდა ამისა გამგებელმა სოფლის მხცოვანი ქალბატონი, 100 წლის ანეტა ჩხაიძეც მოინახულა, რომელსაც საჩუქრად ტკბილეული და თანხა გადასცა.
შენიშვნა: გამოყენებულია ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ფოტო