სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა. ოთარ რამიშვილის სახელობის „ბარდების კლუბის“ კონცერტს დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა და დაწესებულების ხელმძღვანელობა დაესწრნენ.
„ბარდების კლუბის“ წევრებმა კონცერტზე საკუთარი რეპერტუარი წარადგინეს, ასევე, ოთარ რამიშვილის სიმღერები შეასრულეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას შეფასებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან პენიტენციურ სისტემაში მყოფ ქალბატონებს ყოფას ულამაზებს.
„ყველგან წინასაახალწლო განწყობაა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროც მოწოდებული იყო ქალბატონი მსჯავრდებულებისთვის გაეკეთებინა ერთი ლამაზი ღონისძიება, რაშიც ოთარ რამიშვილის კლუბის წარმომადგენლები დაგვიდგნენ გვერდით. ასეთი ერთი აქტივობით გრძელვადიანი შედეგი, რა თქმა უნდა, არ მიიღწევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სამინისტრო და დაწესებულების ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს ასეთი ღონისძიებების დაგეგმვას, არის მნიშვნელოვანი“-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
დღესვე, N5 დაწესებულების მსჯავრდებულებს სამინისტრომ საჩუქრები გადასცა. საჩუქრები კოპანიებმა "ავერსი" და "ტკბილი ქვეყანა" გამოყვეს.
(R)