ახალ წელს 149 პატიმარი დატოვებს ციხეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ეს წუთია დასრულდა 7 საათიანი სხდომა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების და დღეს 149 პატიმარი- მსჯავრდებული ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლდა! ახალ წელს საკუთარ ოჯახში კიდევ 149 ადამიანი შეხვდება. ძალიან დიდი მადლია და სიკეთე. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს." – წერს ეკა ბესელია