ოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია კუთვნილ შვებულებაშია და ამ დროისთვის მის მოვალეობას თამაზ იმედაიშვილი ასრულებს, რომელიც საფინანსო სამსახურში ერთ-ერთ განყოფილებას უდგას სათავეში.
ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებით, კულუარებში დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ლაშხიამ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ უშუალოდ ბატონ როლანდს დავუკავშირდით. "ჯერჯერობით, თანამდებობა არ დამიტოვებია და კუთვნილი შვებულებით ვსარგებლობ, ვნახოთ", – გვითხრა ლაშხიამ.