დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე "ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრიაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის და ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების წესის შეთანხმების შესახებ" განკარგულება დამტკიცდა.
"მივესალმები ურეკი- შეკვეთილის განაშენიანების გეგმის მიღებას. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ტურისტული ზონა ურეკსა და შეკვეთილში უნდა განვითარდეს გეგმაზომიერად და არა ქაოტურად. თუმცა გასათვალისწინებელია კერძო მესაკუთრეთა ინტერესებიც, ამიტომ ჩვენ შენიშვნათა პაკეტს მოვამზადებთ, რომელიც შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება."– თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ტურისტულ-სარეკრიაციო კომპლექსის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებთან დაკავშირებით, არგუმენტირებული შენიშვნათა პაკეტი საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება.