შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ხუციშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას.
ამ თანამდებობაზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დავით ხუციშვილს 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავით ხუციშვილს მიღებული აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება.
"მას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით. მოგვიანებით, დავით ხუციშვილმა ESM-თბილისში ბიზნესის ადმინისტრირების კურსი დაასრულა.
1996 – 2012 წლებში დავით ხუციშვილს წამყვანი ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კერძო კომპანიებში, მათ შორის, საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებში", – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.