მიჩიგანში, სასმელ წყალში ტყვიის შემცველობის დონე ნორმალურ მაჩვენებელზე საგრძნობლად მაღალია. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
ჩატარებული ტესტირების მიხედვით, ტყვიის დონე ბავშვების სისხლშიც მაღალია, რაც სასმელი წყლით არის გამოწვეული.
როგორც ცნობილია, წყალში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო მიჩიგანში 10 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნაციონალური გვარდიის სამხედროებს დახმარება სთხოვა, რომ მოსახლეობა ბოთლებში ჩამოსხმული წყლით მოამარაგონ.