ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში, ცნობილმა მხატვარმა ანტონ ბალანჩივაძემ თანამედროვე ხელოვნების ახალი მიმართულების _ "freezlight"-ის პერფორმანსი პირველად ჩაატარა.
"პირველად ხდება, რომ ეს შოუ სცენაზე დაიდგა. "freezlight"-ის პერფორმანსში ფოტოაპარატი, მხატვრობა, მუსიკა და თეატრი ერთად გავაერთიანეთ. პირველად მოხდა ამ ცდის ჩატარება ოზურგეთში და იმედია, გურულებს მოეწონათ. დღევანდელი შოუსთვის სპეციალურად ჩამოვიდა რუსეთიდან ფოტოგრაფი ანტონ სოკოლოვი," _ გვითხრა ანტონ ბალანჩივაძემ.
პერფორმანსში მონაწილეობა მიიღეს მოძრაობის თეატრის მსახიობებმა _ ნიკოლოზ დვალმა, ნინო სტურუამ, იოსებ ბაკურაძემ და გიორგი ყაველაშვილმა.
"freezlight"-ის პერფორმანსის ორგანიზატორი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იყო.