EURONEWS-ის ინფორმაციით, კარი, რომელიც ირანისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში დაკეტილი იყო, ღიაა და ირანის მოსახლეობა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ეფექტურ გზებს მთავრობისგან ელის.
როგორც ცნობილია, ირანს ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა.
ანალიტიკოსების თქმით, ეს გამოწვევა ირანისთვის მხოლოდ დასაწყისია და ნავთობის ექსპორტის დაბალი ფასი ირანის დასუსტებული ეკონომიკის ზრდას ხელს ვერ შეუწყობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპაში, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კომპანიები ირანში ბიზნესის დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამენ.
კომპიუტერული კომპანიის მმართველის, საიდ იავარის თქმით, სანქციების მოხსნით გამოწვეული შედეგის დანახვას დრო სჭირდება.
"სანქციების მოხსნა მთავრობისთვის დიდი წარმატებაა მაგრამ ვფიქრობ, რომ სწრაფ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. სანქციების მოხსნით გამოწვეული შედეგის დანახვას დრო სჭირდება,"_ განაცხადა საიდ იავარმა.