იემენში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, იემენის ქალაქ ადლერში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა კვირას, ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი დირექტორის სახლთან მოხდა.
გაერო-ს ინფორმაციით, იემენში სამოქალაქო ომი გასული წლის მარტში დაიწყო და ცხრა თვის განმავლობაში სახმელეთო და საჰაერო იერიშების შედეგად 6 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან.