ორი დღის წინ გამოცემამ "Examiner" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა რომ მიმდინარე წლის 31 მარტს, ნიუ–იორკის კარნეგი ჰოლში დევიდ ბოუის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
ამერიკული მას–მედიის მტკიცებით ამ ღონისძიებაში მონაწილეობას შემდეგი პოპულარული მუსიკოსები მიიღებენ: სიდნი ლოუპერი, ჯეიკობ დილანი, პერი ფარელი, რობინ ჰიჩკოკი, ტონი ვისკონტი და ჯგუფი "The Roots".
გავრცელდა ცნობა, რომ ზემოთდასახელებულ მუსიკოსებს ლეგენდარული პოლ მაკარტნიც შეუერთდებოდა. სამწუხაროდ ვარაუდი ამაო გამოდგა. გუშინ სერ პოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მისი განცხადებით ექს–"ბითლზის" საკონცერტო გრაფიკი ზედმეტად გადატვირთულია და 31 მარტს მაკარტნი ნიუ–იორკში ჩასვლას ვერანაირად ვერ ახერხებს.
საინტერესოა რომ ამ კონცერტზე დასასწრები ბილეთები სულ რაღაც ორ საათში გაიყიდა. მისი შოვნა ამჟამად მხოლოდ ადგილობრივ გადამყიდველებთანაა ეშსაძლებელი, ისიც მხოლოდ და მხოლოდ სამი ათას დოლარად.