ამერიკის შეერთებულ შტატების სინოპტიკოსები ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი თოვლსა და ქარბუქს ელოდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 50 მილიონზე მეტი ადამიანი მოსალოდნელი შტორმის შესახებ უკვე გაფრთხილებულია.
როგორც ცნობილია, მოსალოდნელი უამინდობის გამო სუპერმარკეტებში მოსახლეობის გრძელი რიგებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარბუქის გამო შესაძლებელია ელექტროენერგია გაითიშოს, რის გამოც სახმელეთო და საჰაერო რეისები შეჩერებულია.