ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის, ეკა ნინიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა.
"ქალაქ ოზურგეთში რვა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა. თუმცა ბავშვების გამოცხადება ძალიან დაბალია. ყველა საბავშვო ბაღს უწყვეტად მიეწოდება შუქი, წყალი და არის გათბობა", _ გვითხრა ეკა ნინიძემ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 31 იანვარს სრულდება და 1 თებერვალს სააღმზრდელო პროცესი უნდა განახლდეს.