ქობულეთში სტიქიას ებრძვიან. სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი.
მათ სამოყვარულო სპორტული კლუბ "OFF ROAD"-ის წევრებიც შეუერთდნენ. კლუბის წევრები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მძიმე პაციენტების სტაციონარში ტრანსპორტირებაში ეხმარებიან.