საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა და მსგავსი საკითხები განხილვის საგანი აღარ უნდა გახდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებას ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი.
ეროვნული უშიშროების საბჭო ნატოს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე გაიმართება.