ბავშვობაში მერილი ინგლისის სამეფო ოჯახის წევრობაზე ოცნებობდა. ფიქრობდა, რომ, როცა გაიზრდებოდა, მოხიბლავდა პრინც ჩარლზს და არისტოკრატი გახდებოდა.
თრილერ "ველური მდინარის" ბევრი სცენის გადაღება წყალქვეშ ხდებოდა. ერთხელ მერილი პირდაპირ ფსკერისკენ წავიდა. საბედნიეროდ, გადარჩა – მეთევზის ბადეში გაიხლართა… გონს მოეგო და მაშინვე განაგრძო გადაღება.
მერილ სტრიპისთვის მისაბაძი მაგალითი იყო ფრანგი მსახიობი სიმონა სინიორე, რომელიც 1985 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობისთვის იდეალური კოლეგა ჯეკ ნიკოლსონია. "საოცრად დამაჯერებლად თამაშობს თავის როლს – ისევე, როგორც სუნთქავს," – ასე აფასებს მას მერილი.
ფილმისთვის "ეშმაკი ატარებს პრადას", მერილმა 8 კილოგრამი დაიკლო. სხვათა შორის, ის ამ ფილმში პარიკითაა.
მერილს მიაჩნია, რომ მისი სილამაზე განათებაზეა დამოკიდებული.
რამდენიმე ფილმში სტრიპი ლესბოსელს თამაშობს; ერთ-ერთ ცერემონიაზე კი სანდრა ბალოკმა გულიანად ჩაკოცნა ტუჩებში.
"გულის მუსიკის" გადაღებების დაწყებამდე, ფილმის მწარმოებელმა დაიქირავა მასწავლებელი, რომელიც ყოველდღე მიდიოდა მერილთან სახლში და ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ასწავლიდა ვიოლინოზე დაკვრას.
გაცილებით ადრე, სანამ ფილმ "რკინის ლედიში" მარგარეტ ტეტჩერის როლს შეასრულებდა, მერილმა აღიარა, რომ პოლიტიკისადმი გულგრილი არ არის.
მას არასდროს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია – ამბობს, რომ სახესა და სხეულს ამით არ გაიფუჭებს.
ქორწილის დროს მერილ სტრიპს პიროტექნიკის ცეცხლით დაეწვა ხელი და სტუმრების წინაშე განაცხადა, რომ იმავეს გაუკეთებს თავის მოქანდაკე მეუღლეს, თუ ის ცუდი ქმარი გამოდგება.
მერილი ვეგეტარიანელია.
ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში კოლეგებმა მას რამდენიმე მეტსახელი შეარქვეს: "ქალი ათასი სახით", "მსახიობი – ქამელეონი", "ოცნების ფაბრიკის" ყველაზე სერიოზული მსახიობი".